|
2016-10-05 17:24:50, 987 ნახვა
პოლიტიკა
„უნგრეთი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საბოლოო გადაწყვეტილება მალე იქნას მიღებული“
უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას რათა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საბოლოო გადაწყვეტილება ახლომომავალში იქნას მიღებული, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პიტერ სიიარტომ მიულოცა ქართველ კოლეგას ევროკავშირის წვერი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) მხარდაჭერა და დღევანდელი გადაწყვეტილება. მან მხარდაჭერა აღუთქვა ქართულ მხარეს პროცესის შემდგომ წარმატებით გაგრძელებაში და აღნიშნა, რომ უნგრეთი ძალისხმევას არ დაიშურებს რათა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საბოლოო გადაწყვეტილება ახლო მომავალში იქნას მიღებული. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი ქვეყნის დემოკრატიზაციის, კანონის უზენაესობის, ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებით. შეხვედრაზე მინისტრებმა დაადასტურეს ორი ქვეყნის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და აღნიშნეს ქვეყნებს შორის მრავალი მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)