|
2016-10-05 16:12:48, 925 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღწეულ წარმატებას ულოცავს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს. როგორც პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად დესტრუქციული ქმედებების მრავალი მცდელობისა, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას და გარდაუვალ წარმატებას, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის საკითხებში. „მინდა მივულოცო ჩვენს ქვეყანას, ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება და აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის შედგა საბოლოო პოლიტიკური შეთანხმება, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების თაობაზე. ევროკავშირის ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების და განხორციელებული რეფორმების აღიარებას. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, რომელთაც ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ ყოფილიყო აღიარებული. მსურს, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეს მნიშვნელოვანი მიღწევა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო იმ ინსტიტუტებს და საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა გასწიეს, ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირთან საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მისაღებად. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკავშირისგან ჩვენ ვიღებთ ასეთ პოზიტიურ გზავნილს, რაც ნიშნავს ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების და მიღწეული წარმატებების აღიარებას. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ მიუხედავად დესტრუქციული ქმედებების მრავალი მცდელობისა, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას და გარდაუვალ წარმატებას, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის საკითხებში“,-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. ცნობისთვის, ბრიუსელში ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)