|
2016-10-05 15:34:13, 632 ნახვა
პოლიტიკა
საქართველომ და პაპაუა ახალი გვინეის დამოუკიდებელმა სახელმწიფომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს
ავსტრალიაში საქართველოს ელჩმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და ავსტრალიაში პაპუა ახალი გვინეის ელჩმა ჩარლზ ლეპანიმ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს ხელი მოაწერეს. საგარეო უწყების ინფორმაციით, ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ეყრდნობიან რა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და მიზნებს, სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობებში ხელმძღვანელობენ სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით. შეთანხმებას ხელი მოეწერა ავსტრალიაში პაპუა ახალი გვინეის საელჩოში, პაპუა ახალი გვინეის საგარეო საქმეთა მინისტრის, მისი აღმატებულება რიმბინკ პატოს გარემოცვაში. მხარეებმა ოქმის ხელმოწერით ხაზი გაუსვეს სურვილს და მზადყოფნას, განავითარონ კეთილმეგობრული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და წესების სრული დაცვის საფუძველზე. პაპუა ახალი გვინეა 188-ე ქვეყანაა, რომელთანაც საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, როგორც საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის, ასევე უკეთესი საერთაშორისო თანამეგობრობის ფორმირებაში წვლილის შეტანის მიზნით.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)