|
2016-10-05 13:43:21, 681 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საერთაშორისო მედია-ცენტრი - არჩევნები 2016 გაიხსნა
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საერთაშორისო მედია-ცენტრი-არჩევნები 2016 გაიხსნა. ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, წინასაარჩევნო პროცესისა და არჩევნების სრულფასოვანი გაშუქების მიზნით მოეწყო. საერთაშორისო მედია-ცენტრი, როგორც გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტების არჩევნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს ინფორმაციის მომზადებისა და გავრცელებისთვის ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობს. საინფორმაციო ცენტრი მედიის წარმომადგენლებისთვის უზრუნველყოფს: ტექნიკურ აღჭურვილობას, სწრაფ უკაბელო ინტერნეტსა და კომფორტულ გარემოს მუშაობისთვის. „დღეიდან ფუნქციონირებას იწყებს საერთაშორისო მედია-ცენტრი, რომელიც ღიაა ყველა აკრედიტებული მედიასაშუალებისათვის როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ჟურნალისტებისათვის იმისათვის, რომ მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეიქმნას სამუშაოდ. მედიაცენტრი იფუნქციონირებს როგორც 8 ოქტომბერს, ასევე არჩევნების შეჯამებამდე. შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს გელოდებით. ცენტრი იფუნქციონირებს 24 საათიან რეჟიმში, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში“,-განაცხადა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ. საერთაშორისო მედია-ცენტრი-არჩევნები 2016 მზადაა სტუმრების მისაღებად თავისუფლების მოედანზე-შ. დადიანის ქ.2/1.
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)