|
2016-10-05 10:15:32, 1132 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: შალვა არის ახალგაზრდა, დაუზარელი და საქმიანი
„შალვა იყო იმერეთში მთელი ქართული ოცნების ახალგაზრდული მოძრაობების ორგანიზატორი. ეს არის ადამიანი, რომელიც არის დაუზარელი და საქმიანი" - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სოფელ მეორე სვირში შეკრებილ მოსახლეობას და ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, შალვა კიკნაველიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „როდესაც ქუჩაში ვიდექით, აქციებს ვაწყობდით თქვენთან ერთად, შალვა იყო იმერეთში მთელი ქართული ოცნების ახალგაზრდული მოძრაობების ორგანიზატორი. ეს არის ადამიანი, რომელიც არის დაუზარელი და საქმიანი. დადებითი აქვს ასევე ის, რომ ახალგაზრდაა და უფრო მეტი ენერგია აქვს. მონდომებულია, რომ თავის რაიონს და მთლიანად იმერეთს აჩვენოს კარგი სახე საქართველოს პარლამენტში. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შალვასნაირი წარმომადგენელი გყავდეთ. ამ ადამიანს მთავრობაში, ქართულ ოცნებაში იცნობს ყველა. ის არ არის გუშინ შემომატებული წევრი. მას მიესვლება ყველგან, ყველა სამინისტროში და უწყებაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა 8 ოქტომბერს ხმა მისცენ მომავალს და უარი უთხრან წარსულის დაბრუნებას. (NS)
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)