|
2016-10-04 17:35:07, 712 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ვინც გადატრიალებას, რევოლუციას, სისხლის ღვრას დააპირებს, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება
ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკურად გაკოტრებული ლიდერების განცხადებები რევოლუციებთან დაკავშირებით, თუმცა მინდა, დავარწმუნო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომ გაკოტრებულ ლიდერებს არაფერი არ გამოუვათ, - ასეთი კომენტარი გააკეთა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ შესაძლო დესატბილიზაციაზე განცხადებების შესახებ. „ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ვინც გადატრიალებას, რევოლუციას, სისხლის ღვრას დააპირებს, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თავად ამ ადამიანების საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, აშკარად იკვეთება ტელეკომპანია „რუსათავი 2“-ის ჩართულობა და გამოყენება ბნელი ზრახვების განსახორციელებლად. აქ საუბარი იყო ეგზიტპოლებზეც. ჩვენ ვიცით, რა განცხდადებები გაკეთდა - „რუსთავი 2“ აპირებს ეგზიტპოლების გამოქვეყნებას. ზოგადად კვლევები, რომელიც უკვე გამოაქვეყნეს, ისიც გაყალბებულია. ჩვენც ვატარებთ კვლევებს, აბსოლუტურად განსხვავებული შედეგებია. ამიტომ, სცენარის მიხედვით, უნდა გამოქვეყნებულიყო გაყალბებული კვლევები, არჩევნების დღეს კი - ეგზიტპოლები, შემდეგ, თითქოს ხმების დაცვის მიზნით, უნდა მოხდეს ხალხის გამოყვანა ქუჩაში. ეს არის ამ გაკოტრებული პოლიტიკური გუნდის ბნელი ზრახვები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არაფერი არ გამოუვა ჩვენ ვიმოქმდებთ კანონის ფარგლებში“,-აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, , „ქართულ ოცნებას“ აქვს შიდა კვლევები, გარდა ამისა, კალაძის თქმითვე, გუშინ კონკრეტულმა პირებმა წარმოადგინეს დოკუმენტები, რა იყო რეალური შედეგები და რა შედეგები გამოაქვეყნა „რუსთავი 2“-მა. „ეს არის ერთი სცენარი, რომლის განხორციელებასაც გაკოტრებული პოლიტიკური ძალის ლიდერები აპირებენ. ველზე ვინც მუშაობდა, ვიცნობთ ამ კომპანიას, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან თარხნიშვილის მეუღლის კომპანია, რომელიც ცნობილია საარჩევნო ხმების მოპარვით. ეს არის სამარცხვინო“,-განაცხადა კახა კალაძემ.
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)