|
2015-03-09 17:14:59, 619 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს ხვდება
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ აინტერესებთ პრეზიდენტის პოზიცია რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით. "პირველები ვიყავით "თავისუფალი დემოკრატები" ვინც გავაჟღერეთ საგანგებო სხდომის მოწვევის საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია.დღეს მოვედით პრეზიდნეთან, რომ გავმართოთ კონსულტაციები, რას ფიქრობს ის.ხედავს თუ არა ამ სხდომის მოწვევის აუცილებლობას.იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ხდება დღეს ქვეყანაში. ვგულისხმობ ეკონომიკურ კრიზისს, ვალუტის ლარის დევალვაციას. ჩვენ პრეზიდენტთან წინა შეხვედრის დროს გვქონდა საუბარი სწორედ ამ საკითხებზე. მან თქვა, რომ ის შეხვდებოდა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს, მოისმენდა მათ პოზიციას, დაელოდებოდა სავალუტო ფონდის მისიის მუშაობას და შემდეგ უკვე შეაჯამებდა მთავრობასთან ერთად პოზიციას, მაგრამ დავინახეთ, რომ მთავრობა არ არის მზად იმისათვის, რომ პასუხი გასცეს დღევანდელ არსებულ პრობლემებს და ამ გამოწვევებს. აქედან გამომდინარე, დღეს კიდევ ერთხელ ჩაითვალა საჭიროდ ორივე მხირდან, ჩვენი პარტიის, ასევე პრეზიდენტის მხრიდან, რომ შევხვედრილიყავით და გაგვევლო კიდევ ეს თემა, რას ფიქრობს პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ჩვენთვის და რეალურად თუ იქნება მოწვეული პრეზიდენტის მხრიდან ეს საგანგებო სხდომა, როგორ დაიგეგმება",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. პრეზიდენტთან შეხვედრაში მონაწილეობენ "თავისუფალი დემოკრატების" წევრები: ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე, ნინო გოგუაძე და ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)