|
2015-03-06 18:30:16, 597 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას არ გამორიცხავს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი აბაშიშვილი, გიორგი მარგველაშვილის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას არ გამორიცხავს. "იმ შემთხვევაში, თუ არსებული მოცემულობის პირობებეში მსგავსი საკითხი კვლავ დადგება, ბუნებრივია, რომ პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით. კონკრეტული ვადა განსაზღვრული აღარ არის. დასახელებული იყო 5 მარტი. შესაბამისად, ეს ვადა იყო დარღვევული. ჩვენ ვერ ვნახეთ 5 მარტს წარმოდგენილი კონკრეტული გგემა, რომელიც სავალუტო სტაბილიზაციას შეეხებოდა",-აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. ამასთან, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, უფრო სწორი იქნებოდა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს გეგმა დასახელებულ დროს წარმოედგინა. "უფრო სწორი იქნებოდა იმ შემთხვევაში რა თარიღიც იქნა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრების მიერ დასახელებული, რომ ისინი ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთა თანამშრომლობით შეიმუშავებდნენ და საზოგადოებას წარმოუდგენდნენ გეგმას, ეს გეგმა ყოფილიყო წარმოდგენილი. ალბათ სხვა თარიღებზე საუბარი სწორი არ იქნებოდა",-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)