|
2016-07-07 18:07:27, 878 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტი მზადაა, სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციები დაიწყოს
საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით, კონსულტაციები დაიწყოს ყველა საპარლამენტო ფრაქციასთან, რომელსაც სასამართლო ხელისუფლების მომავალი აღელვებს. პრეზიდენტი ასევე მზადაა, კონსულტაციები გამართოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის თარიღთან დაკავშირებით. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დღეს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის დავალებით, კი, ანა დოლიძე მზადაა, დაინტერესებულ ფრაქციებთან კონსულტაციები ხვალიდანვე აწარმოოს. ანა დოლიძემ ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი განუმარტა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებას სჭირდება ტრანსფორმაცია, ანუ ძირეული, მყისიერი და ფართომასშტაბიანი რეფორმა. „ამჟამად, იუსტიციის საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი, რომლის შედეგად უნდა დაინიშნოს დაახლოებით, 65 მოსამართლე. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ ეს კონკურსი ჩატარდა გაუმჭვირვალედ, დარღვევებით და მასში მონაწილეობდა რამდენიმე კანდიდატი, რომელთა პროფესიული ბიოგრაფია კითხვის ნიშნებს აჩენს საზოგადოებაში. შესაბამისად, არსებობს საშიშროება, რომ ამ გასაუბრების შედეგად სასამართლო დაკომპლექტდეს მოსამართლის მანტიასთან შეუსაბამო კანდიდატებით, რაც კიდევ ერთხელ ასუსტებს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას. ჩვენი აზრით, ამ მძიმე შედეგის გარკვეულწილად, თავიდან ასაცილებლად და დაზღვევისათვის, შეიძლება, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღოს სასამართლო რეფორმის ე.წ. „მესამე ტალღა", რომელიც 27 აპრილის შემდეგ გაუგებარი მიზეზითაა გაჩერებული და რომლის მიღებაც ვერ მოხერხდა ამ თარიღის შემდეგ", - განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)