|
2016-06-19 12:03:43, 1114 ნახვა
სამართალი
კეზერაშვილის მოადგილემ დაადასტურა, რომ მაღალი თანამდებობის პირებმა „სენტა ჯგუფს“ ბიზნესი ძალადობრივი გზით წაართვეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება სასამართლო პროცესი „სენტა პეტროლიუმ ჯგუფსა“ და დავით კეზერაშვილს შორის. ბოლოს გამართულ სასამართლო პროცესზე საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე, დავით კეზერაშვილის ყოფილი მოადგილე მამუკა მუჯირი დაკითხეს. კეზერაშვილის მოადგილემ აღიარა, რომ ყოფილმა მინისტრმა „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებლებს ბიზნესი ძალადობრივი გზით, მუქარის და არაადამიანური ზეწოლის გამოყენებით წაართვა. ზაალ იაკობიძეს და დავით მიმინოშვილს დამუქრებია კიდეც პირველივე შეხვედრაზე, რომ თუ არ დაეთანხმებოდნენ ბიზნესის გადაცემაზე, ვერ დაამთავრებდნენ კარგად. მერე იქ პირდაპირი მუქარები იყო, რასაც მე შევესწარი. დაჭერითაც დაემუქრნენ და სიცოცხლითაც. მე თვითონაც შევესწარი გარკვეულ მოვლენებს. ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და ზოგადად ვიცით, იმ პერიოდში საქართველოში რაც ხდებოდა - სულ იყო მმართველი გუნდის 3-4 ადამიანი, რომელიც წყვეტდა ნებისმიერი ადამიანის ბედს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი დათო კეზერაშვილი იყო. კეზერაშვილის ნათქვამი ავტომატურად ნიშნავდა ადეიშვილის ნათქვამსაც და მერაბიშვილის ნათქვამსაც. რას ქვია იტყოდა დაგიჭერო და არ შეასრულებდნენ მერაბიშვილი, ან ადეიშვილი? 2010 წელს, თუ არ მეშლება ნოემბრის ბოლოს, 23 ან 24 რიცხვი იყო დამირეკეს იაკობიძემ და მიმინოშვილმა. მივედი მათთან ოფისში მიცკევიჩის ქუჩაზე და მომიყვნენ, რომ დაბარებული ჰყოლიათ პიქსელის შენობაში კეზერაშვილს და მოუთხოვია მათი კუთვნილი ქსელის მისთვის გადაფორმება. კეზერაშვილი თავიდან არ იყო ნავთობ პროდუქტების საქმეში. მილიონი მიმართულება იყო, რასაც ეძებდა, საით განეხორციელებინა თავისი ბიზნეს საქმიანობა. ერთ-ერთი იყო სამშენებლო ბიზნესი. მაშინ დაინტერესება იმაზე იყო, რომ „მარიოტი“ აშენებდა მეორე კორპუსს რუსთაველზე და „ნოლას“ ჰქონდა მოგებული ამის აშენების ტენდერი. ინტერესი იყო, რომ აწი ჩვენ ავაშენოთო. მაგრამ მერე ჩაიშალა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორი სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო დროზე ადრე გაათავისუფლეს
ივანიშვილის პრემიერი - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი
ტრამპმა ისრაელსა და ირანს შორის საჰაერო დარტყმების ერთკვირიანი შეჩერება გამოაცხადა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)