|
2016-06-10 18:06:33, 978 ნახვა
სამართალი
პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა ბაიაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მესამე ნაწილით დამნაშავედ სცნო. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი ირაკლი სარალიძე იმყოფებოდა ქ. თბილისში, მეტროპოლიტენის სადგურ „ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მას თავს დაესხა დანით შეიარაღებული ნიკა ბაიაშვილი. დადგინდა, რომ ირაკლი სარალიძე არ იცნობდა თავდამსხმელს და შესაბამისად მასთან არანაირი უთანხმოება არ გააჩნდა. ნიკა ბაიაშვილის თავდასხმის მიზეზს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ირაკლი სარალიძე იყო პოლიციის ფორმით და ასრულებდა თავის მოვალეობას, რის გამოც სიცოცხლის მოსპობის მიზნით დანით რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა კისრის, ზურგისა და სხეულის სხვადასხვა არეში. ნიკა ბაიაშვილი სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს, ირაკლი სარალიძე კი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. მოსამართლემ ნიკა ბაიაშვილს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)