11:26 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 09:41:55, 1008 ნახვა

სამართალი
შსს-მ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ბესიკ ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ივნისს, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, გარეკახეთის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს, 1980 წელს დაბადებულ ეკატერინე ქ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ეკატერინე ქ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics