2016-05-31 09:15:34, 940 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.1472 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.1472 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.1461 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. დღეს, 1 ევრო 2.3913 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.3985 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0072 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან