16:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 11:20:35, 761 ნახვა

ეკონომიკა
თბილისი დღეს საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს

თბილისი დღეს საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა გახსნიან.

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო საგენტოს, სლოვაკეთის ინვესტიციების და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით  და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორობით იმართება.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ ქართველი და სლოვაკი ბიზნესის წარმომადგენლები უპირატესად ისეთი ბიზნეს-სექტორებიდან როგორებიცაა ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრანსპორტი,ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა.

ღონისძიებაზე იგეგმება ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, გიორგი პერტაია დამსწრე საზოგადოებას გააცნობს საქართველოს საინვესტიციო გარემოს, სხვადასხვა მოწინავე სექტორების კონკურენტულ უპირატესობებს და ბიზნეს შესაძლებლობებს.

ენერგეტიკის სექტორის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, ცალკე პრეზენტაციას აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ გააკეთებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი.

ღონისძიება ასევე ითვალისწინებს ორმხრივი  „B2B“ შეხვედრების სესიას, სადაც ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგებლები  შეძლებენ პირისპირ შეხვედრის ფორმატში გააცნონ ერთმანეთს საკუთარი საქმიანობა და განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics