|
2016-05-27 16:07:19, 1110 ნახვა
ეკონომიკა
EBRD „საქართველოს ბანკს“ 100 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს
ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, EBRD სს „საქართველოს ბანკს“, ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 100 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტს (დაახლოებით 220 მილიონ ლარს) გამოუყოფს. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, დაფინანსების ხსენებული მექანიზმი მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის $50 მილიონიან დაფინანსებას, ცალკე ამ სეგმენტის $40 მილიონიან დაფინანსებას და ამავე სეგმენტში მოქმედი ქალი მეწარმეებისთვის $10 მილიონიან დაფინანსებას - ყოველივე ეს ადგილობრივ ვალუტაში - მიმართული იქნება სს „საქართველოს ბანკიდან“ კერძო სექტორზე გადასესხების მიზნით. „ეს დაფინანსების მექანიზმი უპირველეს ყოვლისა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დაეხმარება პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების და წარმოების მოდერნიზაციის მიზნით კაპიტალდაბანდების განხორციელებაში, რათა ამგვარად დაკმაყოფილდეს ევროკავშირის სტანდარტები. შედეგად, ხელსაყრელი გარემო შეიქმნება საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის. ევროკავშირი დაინტერესებულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს 15 პროცენტამდე საინვესტიციო მასტიმულირებელ ფაქტორად გამოუყოფს ტექნიკურ დახმარებას. მას საკონსულტაციო მომსახურების სახე ექნება და საერთაშორისო ექსპერტების მიერ იქნება მოწოდებული ევრობანკის მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. ასევე, დაფინანსების ეს მექანიზმი გაზრდის წვდომას ადგილობრივ ვალუტაში გამოხატულ საკრედიტო რესურსებზე - რაც ძალზედ საჭიროა - და უშუალოდ ქალი-მეწარმის მართვის ან მფლობელობის ქვეშ არსებულ საწარმოებს დაეხმარება ფინანსების, ტექნიკური ცოდნისა და კონსულტაციების მიღებაში“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. როგორც „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, მურთაზ კიკორიამ აღნიშნა, ბანკის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი სწორედ მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებაა. „ძალიან მახარებს ყველაზე მოცულობითი და ამავდროულად ყველაზე ხანგრძილივი ვადიანობის მქონე საკრედიტო რესურსის მიღება ადგილობრივ ვალუტაში, რაც ოდესმე მიუღია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს. სესხის ჯამური ოდენობა თითქმის 220 მილიონი ლარია. ის სს „საქართველოს ბანკს“ მისცემს ლარში გრძელვადიანი სესხების გაცემის საშუალებას, რაც ქვეყანაში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის უმნიშვნელოვანესი დახმარება იქნება. ჩვენი ბანკის ერთერთი ძირითადი პრიორიტეტი სწორედ ეს გახლავთ: გაიზარდოს მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება, ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ქვეყნის კერძო სექტორის განვითარების კონტექსტში. აქვე, წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობას მოვახსენებ ჩვენი დიდი ხნის პარტნიორს - ევრობანკს“, - განაცხადა მურთაზ კიკორიამ. ევრობანკის კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსიის დირექტორის, ბრუნო ბალვანერას მოსაზრებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოში მოქმედ საწარმოებს ძალზედ მნიშვნელოვან სარეალიზაციო ბაზარს უხსნის. „რეგიონულ ბაზრებზე მეტი კონკურენციისთვის, კომპანიებმა წარმოებისა და ხარისხის უფრო მაღალი სტანდარტები უნდა იქონიონ; კორპორატიული მმართველობა დახვეწონ, დაგეგმარება და ფინანსური მართვა გაიუმჯობესონ. მადლობას ვუხდით ევროკავშირს - ჩვენს უმსხვილეს დონორს, ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელების პროცესში ჩვენი განუხრელი დახმარებისთვის. ევრობანკს გაცნობიერებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება საქართველოში მოქმედი მეწარმეებისა და საწარმოების დახმარებაზე ინვესტიციების, ტექნიკური ცოდნისა და მთავრობასთან დარგობრივი პოლიტიკის შესახებ დიალოგის წარმოების გზით, რათა ქვეყნის ეკონომიკამ მაქსიმალუად მოახდინოს ახალი საბაზრო შესაძლებლობების რეალიზაცია“, - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ. ცნობისთვის, 2011 წლიდან ევროკავშირს ევრობანკისადმი 42 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი მცირე ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურებისთვის, რაც ხმარდება ადგილობრივი მეწარმეების ტექნიკური ცოდნის ზრდას და ბიზნესის განვითარებას აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში. ორივე პროგრამა „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ნაწილია და მხარს უჭერს ევროკავშირის პროექტების განხორციელებას მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გასაძლიერებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
(R)
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)