2016-05-26 18:22:31, 613 ნახვა
საზოგადოება
რომის პაპი გიორგი მარგველაშვილს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს
მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე გიორგი მარგველაშვილს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს.
„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეროვნული დღესასწაული მაძლევს შესაძლებლობას, თქვენ და თქვენს თანამოქალაქეებს გულითადად მოგილოცოთ ეს დღე!
ღმერთს ვთხოვ, შეინარჩუნოთ მშვიდობა და სოლიდარობა, რათა ვაშენოთ მომავალი, სადაც ყოველი ადამიანი, შეიცნობს სიკეთეს, ბედნიერებას და კეთილდღეობას. განსაკუთრებით, უმწეონი და ჩაგრულნი.
ვლოცავ თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს - არ მოგკლებოდეთ ღვთის მადლი და კურთხევა", - აღნიშნულია მისი უწმინდესობის, რომის პაპის მილოცვაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან