2016-04-28 20:08:38, 579 ნახვა
საზოგადოება
16 წლის დაკარგული გოგონა ბორჯომში იპოვეს
თბილისში დაკარგული 16 წლის გოგონა ბორჯომში იპოვეს - ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამ წუთისთვის გოგონა ბორჯომის საავადმყოფოში იმყოფება. მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნება.
ცნობისთვის, 16 წლის გოგონას ახლობლები და სამართალდამცავები გუშინდელიდან მოყოლებული ეძებდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან