2016-04-28 17:23:39, 614 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსთავის, მარნეულის და გარდაბნის 17 222 აბონენტს ხვალ ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„29 აპრილს, 23:50 საათიდან 24:00 საათამდე, 10 წუთით, ქვესადგურში „გარდაბანი 500“ მიმდინარე სამუშაოების გამო, ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქ. რუსთავის, მარნეულის მუნიციპალიტეტის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის 17 222 აბონენტს“, - ნათქვამია სსე-ის განცხადებაში.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" მომხმარებლებს აღნიშნული შეფერხების გამო ბოდიშს უხდის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან