|
2016-04-28 16:18:47, 596 ნახვა
საზოგადოება
დემოგრაფი საყოველთაო აღწერაზე: ეს არის სააკაშვილის დროს საარჩევნო სიების გაყალბების უტყუარი ფაქტი
დემოგრაფი ავთო სულაბერიძე "ექსპრესნიუსთან" სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს აფასებს. სულაბერიძის თქმით, წინა აღწერასთან, 2002 წელთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით, 775 000-ით ნაკლები გამოდის, რაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში არსებული არასწორი სტატისტიკითაა გამოწვეული. "მიხეილ სააკაშვილის დროს ქვეყანაში ცხოვრება დუღდა და გადმოდიოდა, ხალხი უკან დაბრუნდა, მოსახლეობა იზრდებოდა"-სულაბერიძის მტკიცებით, ესენი მითებია, რომლებიც 2014 წლის აღწერის შედეგებმა გააქარწყლა. სულაბერიძის განმარტებით, არც 2002 და არც 2003 წელს საქართველოს მოსახლეობა რეალურად 4 მილიონი არ ყოფილა. მაშინ ვინაა 775 000 ადამიანი, ავთო სულაბერიძის განცხადებით, ისინი საარჩევნო სიებზე მიწერილი, არარსებული პიროვნებები არიან: "2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, 2002 წელთან შედარებით მოსახლეობა დაახლოებით, 775 000-ით ნაკლები გამოდის. ეს გამოწვეულია მიგრაციის ხარჯზე, რომლის აღრიცხვა არასწორად ხდებოდა წლების მანძილზე. მაგალითად, 2005 წელს სტატისტიკამ აჩვენა, რომ 75 000-ზე მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა საქართველოში, რეალურად კი, 32 000-ზე მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. მიშას დროს იზრდებოდა მოსახლეობა, ხალხი უკან დაბრუნდა, ეს მითები გააქარწყლა ამ აღწერის შედეგებმა. მოსახლეობის რაოდენობა შედგება შობადობასა და მოკვდაობის სხვაობისგან და მიგრაციის სხვაობისგან. შობადობა და გარდაცვლილთა რაოდენობა ასევე არასწორად იყო აღრიცხული. ჩვენ გვქონდა ექსპერტული შეფასებები გაკეთებული, სადაც ოფიციალურ მაჩვენებელთან ერთად, ჩვენ ვაძლევდით შეფასებით მაჩვენებელს. მეტ ნაკლებად ზუსტად ვაფასებდით გარდაცვლილთა რაოდენობას, დაბადებულთა რაოდენობას, რომელიც განსხვავდებოდა ოფიციალური სტატისტიკისგან, განსაკუთრებით მიგრაცია, რომლის აღრიცხვაც კატასტროფული იყო, მარტო შემოსულთა და გასულთა რაოდენობა აღირიცხებოდა. იქ კიდევ სხვა რამეებიცაა გასათვალისწინებელი. ჩვენი ინსტიტუტის მიერ გაანგარიშებული მონაცემები აღწერის შედეგებს მეტნაკლებად დაემთხვა. ვინ არის 775 000 კაცი? ესენი არიან საარჩევნო სიებზე მიწერილი, არარსებული პიროვნებები. ეს ის ხალხია, რომლებიც თავის დროზე ჩვენთან ბინებში იყვნენ ჩაწერილნი ჩვენს გარეშე. ვიხდიდით წყლის გადასახადს და ნაგვის გადასახადს. არჩევნებზე მივიდოდით და ვნახავდით, რომ ჩვენს ბინაში იყო დაფიქსირებული 3 კაცი, ვითომ იქ ცხოვრობდა. ვიძახდით, რომ არ ცხოვრობდა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. ეს არის საარჩევნო სიების გაყალბების უტყუარი ფაქტი, გაბერილი იყო საარჩევნო სიები. ჩვენ წლების მანძილზე ვამბობდით, რომ ჩვენ ვართ 4 მილიონზე ნაკლები, არ გვიჯერებდნენ. 2003 წლის არჩევნების დროს ვამბობდით, რომ 3 მილიონზე ნაკლებია ამომრჩეველთა რაოდენობა. პოლიტიკურმა მომენტებმა, რომ ქვეყანაში ცხოვრება დუღს და გადმოდის და ხალხი უკან ბრუნდება, დაარღვია სწორედ ეს ოფიციალური სტატისტიკის მაჩვენებლები და თავისთავად ბუნებრივმა აღრიცხვამ", - განაცხადა ავთო სულაბერიძემ. რაც შეეხებას იმას, რომ აღწერის შედეგების მიხედვით, 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობათა რაოდენობა იზრდება, სულაბერიძის თქმით, საშუალო ასაკი დაბერებული მოსახლეობის ხარჯზეა გაზრდილი. შეგახსენებთ, 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა - 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით 15%-ით ნაკლებია. ამასთან, 2002 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით, მოსახლეობის საშუალო ასაკი 2 წლით გაიზარდა და 38,1 წელი შეადგინა. ასევე, 2002 წელთან შედარებით, 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 1,6% -ითაა გაზრდილი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 2014 წლის 19 ნოემბრის პერიოდში ჩაატარა. საქსტატის ინფორმაციით, აღწერამ ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82% მოიცვა. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)