22:12 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 15:15:08, 326 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია: წინა ხელისუფლების დროს შექმნილი ინდივიდის გამანადგურებელი ინდუსტრია ძალებს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში იკრებს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მომსენით განიხილავენ.

"რესპუბლიკური პარტიის" წევრმა თამარ კორძაიამ სიტყვით გამოსვლისას წინა ხელისუფლების დროს პირადი ცხოვრების  ხელყოფის  ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების  დროს შექმნილი ინდივიდის გამანადგურებლი ინდუსტრია ძალებს  დღევანდელი ხელისუფლების პირობებში იკრებს.

"გვაქვს დადასტურებული ფაქტები, რომ წინა ხელისუფლება თავად იყო პირადი ცხოვრების ე.წ.  ბირთვული, აბსოლუტური და ხელშეუხებელი ნაწილის ხელმყოფი. ის უკანონოდ, ფარულად იწერდა და ინახავდა ადამიანის  ინტიმური სფეროს ამსახველ მასალებს. დღეს ჩვენ ვართ შემსწრე პირადი ცხოვრების შემცველი ხელმყოფი კიბერ დანაშაულების, რომლის სავარაუდო მასშტაბებზე და მიზანზე წარმოდგენაც არ გვაქვს. წინა ხელისუფლების  დროს შექმნილი ინდივიდის გამანადგურებლი ინდუსტრია ჩვენს თვალწინ ძალებს იკრებს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში.მსხვერპლი ნებისმიერი ჩვენგანია, რადგან სახელწმიფოს არაეფექტური საქმიანობა წარმოშობს შიშს და დაუძლევლობის განცდას.

ხელისუფლებას მოქალაქეები აძლევენ ძალაუფლებას მხოლოდ იმისთვის, რომ დააწესოს შეკავების ვალდებულება ადამიანის თავისუფლების დასაცავად და დადგეს თითოეული ადამიანის ბედნიერებისა და კეთილდღეობის სადარაჯოზე",-განაცხადა თამარ კორძაიამ.

აღნიშნული კანონპროქეტის განხილვა პარლამენტმა 13 აპრილის პლენარულ სხდომაზე დაიწყო. წარმოდგენილი ცვლილებებით, ნორმიდან, რომელიც აწესრიგებს პირადი,  ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფისათვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ცალკე მუხლად გამოიყოფა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა. აღნიშნული ქმედებისთვის განისაზღვრება შესაბამისი მაკვალიფიცირებელი გარემოებები და სასჯელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics