22:12 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 14:17:20, 393 ნახვა

პოლიტიკა
უშიშროების ექს-მინისტრი: საკონსტუტუციოს გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

უშიშროების ყოფილი მინისტრის ჯემალ გახოკიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორია, რომლის მიხედვითაც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ე.წ. გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელში არ უნდა იყოს.

როგორც გახოკიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ეს ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით საფრთხის შემცველია, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც ტერორიზმის საფრთხე მსოფლიოს წინაშე დგას. ექს-მინისტრი აცხადებს, რომ მაშინ სუს-ი საერთოდ გაუქმდეს.

გახოკიძე აღნიშნავს, რომ საჭიროა ახალი მექანიზმების მოფიქრება, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით სპეცსამსახურების საქმიანობას გააკონტროლებს. მისივე თქმით, ასეთი მექანიზმები არსებობს აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში.

„ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება. ეს ეწინააღმდეგება საერთო პრინციპებს სპეციალური ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით. სპეციალური ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის სატელეფონო საუბრების მოსმენა, ფარული თვალთვალი, ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა ხშირ შემთხვევაში ხორიცელდება შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც გადაუდებელი ღონისძიება და შემდგომში უმოკლეს ვადაში - (ზოგიერთ ქვეყანაში 24 საათიან ვადაში ხდება, ზოგან 12 საათში) აკანონებს მას სასამართლო. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ უაკნონოდ მოხდა ამ ღონისძიების დაწყება მას აუქმებს, შესაბამისად ამ პერიოდში მოპოვებულ მასალას არავითარი მტკიცებულებითი ძალა არ აქვს. ამიტომ ამ პროცესის გაჭიმვა სწორად არ მიმაჩნია, ვინაიდან რეალობა სხვანაირია. თუკი მას დასჭირდა ერთი ან ორი დღე, მერე შესაძლოა ამ ღონისძიების გატარებამ მნიშვნელობაც კი დაკარგოს“, - აცხადებს გახოკიძე.

უშიშროების ექს-მინისტრის შეფასებით, საჭიროა ახალი მექანიზმების მოფიქრება, რათა სპეციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით სპეც-სამსახურების საქმიანობა გაკონტროლდეს.

„ჩვენ პრობლემა გვაქვს იმაზე ვენდობით თუ არა ამ დაწესებულებას - ამ შემთხვევაში სუს-ს, ამიტომ გაცილებით სწორი იქნებოდა გვეფიქრა ახალ სისტემებზე, რომელიც კონტროლს გააუმჯობესებდა და გამორიცხავდა თვითნებობას ამ თვალსაზრისით. კონტროლის მექანიზმები მოფიქრებული უნდა იყოს ისეთი, რომ ეს უნდობლობა გაქარწყლდეს. ახლა ჩვენ რაც არ უნდა თავი ვიმტვრიოთ ევროპაზე და შეერთებულ შტატებზე წინ ვერ წავალთ. მათ კონტროლის რამდენიმე სისტემა აქვთ აპრობირებული. მათ შორის ერთ-ერთია სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი. მას სახელმწიფოს პირველი პირი აკომპლექტებს, ჩვენ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი. ესენი არიან ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებმაც ეს სპეციფიკა ძალიან კარგად იციან, იგულისხმება სუფთა ხელების მქონე, შეუბღალავი რეპუტაციის გამოცდილების მქონე სპეციალისტები, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ გააკონტროლონ სპეცსამსახურების საქმიანობა რამდენად სწორად იყენებენ ისინი ამ ღონისძიებებს, როგორც გადაუდებელ ღონისძიებებს. საუბარია ისეთ ღონისძიებებზე, როდესაც სასამართლოსგან ნებართვა ჯერ არ გაქვს. საფრთხე სასამართლოს ნებართვამდეა, თორემ სასამართლოში როცა მივა, იქ არავითარი საფრთხე აღარ არის“, - აღნინავს გახოკიძე.

ექს-მინისტრის შეფასებით, ამ უფლების ჩამორთმევა სპეც-სამსახურებისთვის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია.

„ამ უფლების მთლად წართმევა სპეცსამსახურებისთვის არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მითუმეტეს იმ ფონზე, რდესაც ტერორიზმის საფრთხის ქვეშაა მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველოც. შესაძლოა ერთი შეტყობინება იყოს ისეთი, რასაც რამდენიმე წუთში სჭირდებოდეს რეაგირება, - იქნება ეს ფარული თვალთვალი თუ ჩაწერა. ცხოვრება რას და როდის შემოგთავაზებს ამის განსაზღვრა რთულია. თუ სპეცსამსახურებს ამ უფლებას წავართმევთ, მაშინ სუს-ის სამსახურიც გავაუქმოთ.

როგორ წარმოგიდგენიათ ეს ძვირადღირებული ტექნიკით აღჭურვილი სამსახური უნდა გაუქმდეს და უნდა გადავიდეთ სამოქალაქო დაწესებუებაში? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კანონით აღიარებულია როგორც სპეციალური თავდაცვა. რახან სპეცსამსახურია მას სჭირდება სპეციალური ღონისძიებები. იმისათვის, რომ ეს კანონიერად იყოს შესრულებული ამაზე იმტვრევს თავს მთელი მსოფლიო, რომ რაც შეიძლება მეტი კონტროლის მექანიზმები შექმნან მის გარშემო“, - განუცხადა ჯემალ გახოკიძემ „ექსპრესნიუსს“. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics