20:27 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 15:39:03, 456 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას დედა ენის დღე ყარაჯალადან მიულოცა

„იმედი მაქვს, რომ ქართული ენის შესწავლით ჩვენს სახელმწიფოს, კიდევ უფრო ძლიერს გავხდით!"  - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალას საშუალო სკოლაში, სადაც  მან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის „ვისწავლოთ ქართული"  ბენეფიციარებს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის „ვისწავლოთ ქართული" მეშვეობით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფო ენას ეუფლებიან, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელსმათ ინტეგრაციას ერთიან ქართულ, სახელმწიფოებრივ სივრცეში.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ აქტიური ჩართულობისთვის, რომლითაც თქვენ მონაწილეობთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. ამ ჩართულობის ერთ-ერთიგამოხატულებაა თქვენი ინტერესი და მოწადინება ქართული ენის შესწავლისათვის.ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ძლიერი სახელმწიფო ძლიერ მოქალაქეს ეფუძნება. თავისუფალი სახელმწიფო თავისუფალი მოქალაქეებისგან შენდება და უფრო თავისუფალი და უფრო ძლიერი ხარ, როდესაც, ერთი მხრივ, იცი სახელმწიფო ენა და მეორე მხრივ, იცი ის ძირითადი კანონი, რომლითაც ესსახელმწიფო ფუნქციონირებს.ეს კურსი, რაც შედგა, სწორედ ამ ორ უმნიშვნელოვანეს პრინციპს ემსახურება. ეს არის სახელმწიფო ენის - ქართული ენის ცოდნა, იმ ფონზე, რომ თქვენ არივიწყებთ თქვენს ენას და მეორე მხრივ, კონსტიტუცია გაძლევთ თქვენ იმის ცოდნას, როგორ ფუნქციონირებს ეს სახელმწიფო. ეს კურსი უკვე ძალიან ეფექტიანია. მინდა მადლობა გადავუხადო სოფიო შამანიდს, რომელიც ჩვენი მხრიდან კურირებს ამ პროგრამას და მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ პროექტშია ჩართული",- აღნიშნა პრეზიდენტმა ყარაჯალას საშუალო სკოლაში პროგრამის ბენეფიციარებთან შეხვედრისას.

 გიორგი მარგველაშვილმა  დედაენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ის თარიღი, როდესაც ჩვენ 1978 წელს შევძელით და დავიცავითჩვენი დედაენა.

„ზოგიერთი თქვენგანი ალბათ მაშინ დაბადებული არ იყო, მაგრამ გსმენიათ საბჭოთა კავშირში როგორ იდევნებოდა ნებისმიერი განსხვავებული აზრი.შეუძლებელი იყო ადგილი ჰქონოდა ნებისმიერ დემონსტრაციას, რაიმე ტიპის გამოსვლას. ეს იყო სისტემა, როდესაც ადამიანებს არ ჰქონდათ თავისი აზრისგამოთქმის უფლება და 1978 წელს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არა მარტო ჩვენი აზრის გამოთქმის უფლებისთვის დავესაჯეთ, არამედწაერთმიათ ჩვენთვის ჩვენი დედაენა - ის ქართული ენა, რომელსაც დღეს თქვენ სწავლობთ და, რომელითაც დღეს თქვენ კონსტიტუციას სწავლობთ.და აი სწორედ, კონსტიტუციაში გეგმავდნენ ჩაწერას, რომ ქართული არ იქნებოდა სახელმწიფო ენა და, მაშინ გაერთიანდა მთელი საზოგადოება და ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.

მაშინ მე ვიყავი სწორედ იმხელა, რამხელაც ახლა ამ კლასში არიან ეს ბავშვები. მაშინ პირდაპირ რუსთაველზე გავიდა ჩემი კლასი. ბუნებრივია, ბოლომდე ვერვხვდებოდით რა ხდებოდა, მაგრამ მერე და მერე იმის გააზრებამ, თუ რა გააკეთა ჩვენმა საზოგადოებამ მიმიყვანა იმ რწმენამდე, რომ ჩვენ, ყველა ერთადძალიან ძლიერი ხალხი და საზოგადოება ვართ.

1978 წლის 14 აპრილს, იმ სისტემაში, სადაც ადამიანებს არაფრის უფლება არ ჰქონდათ, ჩვენმა საზოგადოებამ დაიცვა ყველაზე მნიშვნელოვანი, დაიცვა ჩვენიისტორიული საფუძველი და ფუნდამენტი, დაიცვა უნიკალური ენა, რომელსაც გააჩნია უნიკალური ანბანი და შეძლო ეს გაეტარებინა სახელმწიფოებრივდონეზე და შეძლო კომუნისტური სისტემისათვის შეეცვლევინებინა პოზიცია.

დღეს მე, მთელ ქართულ საზოგადოებას ვულოცავ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას - ჩვენი სულის გამარჯვებას იმ დიქტატურაზე, რომელიც ცდილობდაყველაფერი ეროვნული წარეთმია ჩვენთვის.დღეს ამას თქვენც გილოცავთ განსაკუთრებით და თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ დღეს. კიდევ ერთხელ, იმედი მაქვს, რომ ქართული ენის შესწავლით,კონსტიტუციის შესწავლით, იმ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ახასიათებთ, იმ განსაკუთრებულიმეგობრობით, რაც ჩვენ, კავკასიელებს ერთმანეთის მიმართ გვახასიათებს, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს საქართველოს კიდევ უფრო ძლიერს გავხდით და კიდევუფრო წინ წავიყვანთ.კიდევ ერთხელ, გილოცავთ ამ კურსის წარმატებულ დასრულებასა და კიდევ ერთხელ გილოცავთ 14 აპრილს!"- აღნიშნა მარგველაშვილმა.

 საქართველოს პრეზიდენტი ყარაჯალას სკოლაში სასწავლო პროცესს გაეცნო და ქართული ხალხური ცეკვის საბავშვო ანსამბლის რეპეტიციას დაესწრო, რომლთა საკონცერტო კოსტიუმების შეძენაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება.

 საქართველოს პრეზიდენტის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას დაესწრნენ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი,პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე დაადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics