20:27 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 14:34:28, 438 ნახვა

პოლიტიკა
სერგეენკო: გაუგებარია, რატომაა ჯანდაცვის სამინისტრო შეფასებული წარმატებულად, მინისტრის რეიტინგი კი, ყველაზე დაბალი

„NDI-ს კვლევაში  ჩემთვის გაუგებარია,  რატომ არის ჯანდაცვის სამინისტრო შეფასებული ერთ-ერთ წარმატებულად და ( არაფერი პირადი) რატომაა ჯანდაცვის მინისტრის რეიტინგი ყველაზე დაბალი?!“,-ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ  ჟურნალისტებს ეროვნულ დემორკატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით  ჩატარებული კვლევის შედეგების  შეფასებისას განუცხადა.

სერგეენკოს თქმით, NDI-ს კვლევის შედეგები  ყოველთვის  კითხვის ნიშნებს უჩენდა.

„რაც შეეხება NDI-ს, როგორც იტყვიან არაფერი პირადი, მაგრამ მათი კვლევის შედეგები ჩემთვის ყოველთვის გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდა. ამითი მე არ მინდა, რომ კრიტიკულად წარმოვდგე, რახან NDI-ია, თუმცა თუნდაც ამ კვლევაში არის ჩემთვის გაუგებარი მოცემულობები. მაგალითად, რატომ არის ჯანდაცვის სამინისტრო შეფასებული ერთ-ერთ წარმატებულად და მაგალითად, ასევე არაფერი პირადი, რატომ არის ჯანდაცვის მინისტრის რეიტინგი ყველაზე დაბალი?! არ ვიცი ეს ამბები, შეიძლება ეს ასეც უნდა იყოს, შეიძლება არ უნდა იყოს. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ უტყუარი ინდიკატორი არის არჩევნები, როდესაც ყველაფერს ერქმევა თავისი სახელი“, - განაცხადა სერგეემკომ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ს კვლევის თანახმად,  მოსახლეობა ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობით უკმაყოფილოა. მოქალაქეები, ამავდროულად, მიიჩნევენ, რომ არჩეული თანამდებობის პირები მიუწვდომლები არიან და ვერ ახერხებენ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას.

მოქალაქეების შფასებით,  პარლამენტის წევრები მოსახლეობის აზრს არ ითვალისწინებენ ან მათი პრობლემების გადასაჭრელად შესაბამის ზომებს არ იღებენ.

რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, არც ერთ სამინისტროს არ მიუღია მოსახლეობის უმრავლესობისგან დადებითი შეფასება. მოქალაქეები ყველაზე დადებითად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აფასებენ, რასაც მოსდევს იუსტიციის სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელისუფლების ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო: 27 პროცენტი მის საქმიანობას აფასებს "კარგად", 42 პროცენტი "საშუალოდ", და მხოლოდ, 6 პროცენტი აფასებს მას "ცუდად".

კითხვაზე “ხვალ რომ არჩევნები იყოს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას”, მოსახლეობის უმრავლესობა (61 პროცენტი) ამბობს, რომ კვლავ არ აქვს გადაწყვეტილი თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს; მათ შორის გადაუწყვეტელია იმ ამომრჩევლების ნახევარიც, რომლებიც სავარაუდოდ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას.

რესპონდენტების 16 პროცენტმა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო დაასახელა როგორც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, 15 პროცენტი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ემხრობა, 9 პროცენტი - თავისუფალ დემოკრატებს, 5 პროცენტი - ლეიბორისტულ პარტიას, 5 პროცენტი კი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 15 პროცენტი კოალიცია ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 13 პროცენტი - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 6 პროცენტი - თავისუფალ დემოკრატებს, 4 პროცენტი - ლეიბორისტულ პარტიას და 3 პროცენტი კი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს.

ბოლო კვლევებში გამოიკვეთა, რომ დღეს პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობების დიდი არეალი აქვთ და არცერთი პარტია არ ფლობს ძლიერ უპირატესობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics