20:28 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 14:27:04, 306 ნახვა

პოლიტიკა
ფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს

წინასაარჩევნო კამპანია მაისიდან დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

როგორც ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მისივე თქმით, დოკუმენტი, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან გაიგზავნა პრემიერთან ხელმოსაწერად, იყო თავიდან ბოლომდე შეთანხმებული.

"გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი ერთპიროვნულად არ ნიშნავს საარჩევნო თარიღს და მას სჭირდება კონტრასიგნაცია, ბუნებრივია, წინასწარი კონსულტაციები იყო.  დოკუმენტი, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან გაიგზავნა  პრემიერთან ხელმოსაწერად, იყო თავიდან ბოლომდე შეთანხმებული. პრეზიდენტის პოზიცია იმთავითვე იყო ერთი - ქართულ საზოგადოებას,პოლიტიკურ სპექტრს დიდი ხნით ადრე, პროგნოზირებადად სცოდნოდათ საარჩევნო თარიღი. ეს უდაოდ პოზიტიურია და ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

ჩიხრაძეს თქმით, შემდეგ  ხელისუფლებას ჰქონდა პოზიცია, რომ ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყება გამოიწვევდა მთელ რიგ პრობლემებს ეკონომიკასა და ფინანსურ საკითხებში;  ბუნებრივია, პრეზიდენტი ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში, რომ არ შეიქმნას რაღაც გლობალური საფრთხეები.

"რაკიღა ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არ მოხდა და აღმოჩნდა, რომ ეს საფრთხეები რეალურად არ არსებობს, რადგან 8 აგვისტოს ნაცვლად შემოთავაზებულია 8 ივლისი. პრეზიდენტი უბრუნდება თავის პირვანდელ განზრახვასა და თავის პირვანდელ სურვილს. საარჩევნო თარიღი გამოცხადებულია და კარგია. ასევე, ძალიან კარგია, თუ საარჩევნო პროცესიც უფრო ადრე დაიწყება და ჩაერთვება ყველა ის რეგულაცია, რა რეგულაციასაც გულისხმობს წინასაარჩევნო კამპანია.  პრეზიდენტმა ბრძანა, რომ  ამას გააკეთებს მაისის პირველ რიცხვებში. ჩავთვალოთ, რომ მაისიდან დაიწყება საარჩევნო კამპანია", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics