20:28 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 11:49:54, 571 ნახვა

პოლიტიკა
დისკრიმინაცია, დაუსრულებელი გამოძიებები და მთავრობის შეუსაბამო მოქმედებები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს აქვეყნებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც მსოფლიოში, ადამიანის უფლებების შესახებაა საუბარი. ანგარიშში საუბარი საქართველოს შესახებაცაა. 

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია სიტყვის თავისუფლებაზე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დემოკრატიის დონეზე და ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე.

„2015 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოადგენდა: ოკუპირებულ ტერიტორიებთან ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსეთის, ან დე ფაქტო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავებები; მნიშვნელოვანი ხარვეზები მართლმსაჯულებაში, მათ შორის სასამართლოზე ზეწოლა საქმეების შერჩევისას, საეჭვო სასამართლო დანიშვნები, ძალადობისა და შეურაცხყოფის შემთხვევებზე მთავრობის შეუსაბამო რეაგირება, დაუსრულებელი გამოძიებები, სასამართლო პროცესის დაწყებამდე შეუსაბამო დაპატიმრებები; ქალების, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მთავრობის არასაკმარისი მცდელობები“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მოხსენებაში საუბარია რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებაც. ასევე ყურადღებაა გამახვილებული საქართველოს სასჯელაღსრულების ადგილებში არსებულ მდგომარეობაზე და ძალოვანთა მხრიდან კანონდარღვევებზე.

„რუსმა მესაზღვრეებმა შეუზღუდეს ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების უფლება. მცირე ოფიციალური ინფორმაცია არსებობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლბებისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ, ვინაიდან შეზრუდული წვდომაა ამ რეგიონებზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია სხვა პრობლემებიც, მათ შორის, პოლიტიკური ზეწოლა დამოუკიდებელ ტელემაუწყებელზე, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა, პოლიტიკური ოპოზიციიის წინააღმდეგ ძალადობა, კორუფცია.

"არსებობს ინფორმაცია ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევების შესახებ, რომლებიც დაუსჯელი დარჩა, თუმცა, წლის განმავლობაში სახელმწიფოში მსგავსი შემთხვევების აღრიცხვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა," - წერია მოხსენებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics