2026-11-10 19:58:09, 214 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
„პარიზის მშვიდობის ფორუმის" ფარგლებში, ივანიშვილის წარმომადგენელი, მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს, მირეია აგუეროს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ჰონდურასს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობა, ასევე, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვისათვის მზაობა.
ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან