|
2026-10-22 15:05:27, 307 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი: დავით ფეიქრიშვილმა ინფორმაცია მოგვაწოდა სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, დღეს, 22 ოქტომბერს, მათმა წარმომადგენლებმა კლინიკა ვივამედში მოინახულეს დავით ფეიქრიშვილი. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დავით ფეიქრიშვილმა აპარატს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მის მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, მათ შორის, მიუთითა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების სავარაუდო დანაშაულებრივ ჩართულობაზე. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს მსჯავრდებულ დავით ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ. დავით ფეიქრიშვილის მონახულების მოთხოვნა სახალხო დამცველის აპარატში 2026 წლის 19 ოქტომბერს შემოვიდა. პატიმართან იმავე დღეს განხორციელდა ვიზიტი, თუმცა მან უარი განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრასა და გასაუბრებაზე. აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს 19 ოქტომბერს პირადად სახალხო დამცველი იმყოფებოდა დავით ფეიქრიშვილის მონახულების მიზნით, არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ 19 ოქტომბერს სახალხო დამცველის წარმომადგენელს პატიმარმა ინფორმაცია არ მიაწოდა, დავით ფეიქრიშვილის დედისა და ადვოკატის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მხედველობაში მიღებით, სახალხო დამცველის აპარატმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის შესწავლა. კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატმა 2026 წლის 20-21 ოქტომბერს:
2026 წლის 22 ოქტომბერს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა განმეორებითი ვიზიტი განახორციელეს დავით ფეიქრიშვილთან, კლინიკა ვივამედში. ამჯერად მან სახალხო დამცველის აპარატს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, მათ შორის, მიუთითა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების სავარაუდო დანაშაულებრივ ჩართულობაზე. ასევე, განმარტა, რომ სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო უწყებასაც, 2026 წლის 21 ოქტომბერს. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის გამოძიება დაუქვემდებაროს პროკურატურის ორგანოებს, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვის მიზნებისთვის, რათა გამოძიებამ მიუკერძოებლად და ობიექტურად გამოიკვლიოს ყველა გარემოება, მათ შორის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივ მოქმედებებთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)