15:58 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-02 12:15:13, 378 ნახვა

პოლიტიკა
გახარიას გუნდი - რაც R2-მა შემოგვთავაზა, დებატების ნაცვლად ფარსი და პროპაგანდის გაგრძელებაა

პარტია გახარია საქართველოსთვის დებატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რუსთავი 2-ის მიერ შეთავაზებული ფორმატი "დებატების ნაცვლად ფარსი და პროპაგანდის გაგრძელებაა". 

პარტია წერს, რომ უარის თქმის მიზეზი, დებატებში სატელიტი პარტიების მონაწილეობაცაა და მზაობას გამოთქვამენ მათ გარეშე ქართულ ოცნებასთან დებატებისთვის.

"დებატებზე ჩვენი პოზიცია ცალსახაა - დებატები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საჯარო და ღია დისკუსიისთვის. ამიტომ ვართ დღეს პარლამენტში.

დებატებზე უარი სამწუხაროდ ოცნებამთავადვე თქვა, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, განსხვავებული აზრისთვის დახურა საკუთარი ტელევიზიები და აქცია პროპაგანდისტულ ტელეარხებად.

რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამ არხებზე დებატების გახსნას. თუმცა შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ დებატების მნიშვნელობას ფორმატი და შინაარსი განაპირობებს. ის, რაც რუსთავი 2-მა 2 თებერვლის დებატების სახით შემოგვთავაზა, სადაც ოცნებას საკუთარი სატელიტი პარტიების დასწრება სჭირდება - დებატების ნაცვლად ფარსი და პროპაგანდის გაგრძელებაა.

თუ ოცნება საკუთარ ტელეარხზეც ვერ გაბედავს სატელიტი პარტიების გარეშე დებატებზე დაჯდომას, ეს კიდევ ერთი შეცდომა იქნება.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ - ჩვენ მზად ვართ ერთი-ერთზე ან ნებისმიერ სხვა შესაბამის ფორმატში პირდაპირ ეთერში დავუჯდეთ დებატებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქებისთვის ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე სასაუბროდ, ნებისმიერ ტელევიაზიაში". - ნათქვამია საქართველოსთვის განცხადებაში.

2 თებერვალს სამთავრობო პროპაგანდისტულმა რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "2 დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, გახარიას პარტია სატელევიზიო დებატებზე უარს აცხადებს. მათთვის გაუგებარია, რას ნიშნავს კლასიკური მრავალსუბიექტიანი პოლიტიკური დებატები".

მათივე ცნობით, 2 თებერვალს გასამართ დებატებში მონაწილეობას მიიღებენ: შალვა პაპუაშვილი, იაგო ხვიჩია, სოზარ სუბარი, კოტე ჟღენტი, ნინო ჩხობაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics