15:47 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-30 17:01:10, 360 ნახვა

პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული სცენარით გაწევრიანება რეალურია

ევროკავშირში გაწევრიანება „დაჩქარებული სცენარით“, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთი დავალება გაწევრიანების შემდეგ უნდა შესრულდეს, რეალურია.

მისი თქმით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებზე უარს არ იტყვის უარს, რადგან ეს ნაბიჯი უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

„ევროკავშირი უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტიაა, მაგრამ ის ასევე ჩვენი ეგზისტენციალური არჩევანია“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რეალობის, არამედ „საერთო ღირებულებების“ საკითხიცაა.

რაც შეეხება დოკუმენტებში გაწევრიანების კონკრეტულ თარიღად 2027 წლის მითითებას, ზელენსკიმ განმარტა, რომ ეს თარიღი ეფუძნებოდა უკრაინის გაწევრიანებისთვის ტექნიკური მზადყოფნის მოლოდინებს. „მე ვკითხე დიპლომატებს: როდის ვიქნებით ტექნიკურად მზად? ტექნიკურად, ჩვენ მზად ვიქნებით 2027 წელს“, - განმარტა მან.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დისკუსია უკრაინისთვის სპეციალურ, დაჩქარებულ პროცედურაზე უნდა წარიმართოს და განმარტა, რომ ეს მოთხოვნა იმ ფაქტს ეფუძნება, რომ სხვა ვარიანტებს რუსეთის წინააღმდეგობა შეხვდებათ.

„ჩვენ დაინტერესებულები ვართ სწრაფი ტემპით. სხვა კანდიდატები არ არიან ომში და არ ჰყავთ მტრულად განწყობილი ძალა, რომელიც დაბლოკავს მათ მომავალ გაწევრიანებას ევროკავშირში. რუსეთი დაბლოკავს ამას - ეს აშკარაა. მას სურს, რომ უკრაინა არც ნატო-ში იყოს და არც ევროკავშირში. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ევროპელი ლიდერების განცხადებებზე კომენტირებისას, რომ წევრობისთვის წინაპირობების შესრულებაა საჭირო, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა არსებობდეს გაწევრიანების სცენარი, რომლის მიხედვითაც ამ პირობების შესრულების შესაძლებლობა ქვეყანას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ექნება.

„პოსტფაქტუმ, უკრაინას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია - ისევე, როგორც ეს მოხდა ჩვენთვის კანდიდატურის მონიჭების შემთხვევაში. ამან იმუშავა! ჩვენ მივიღეთ კანდიდატობა და ავიღეთ ვალდებულება, რომ რამდენიმე ნაბიჯს შევასრულებდით და თუ ჩვენ მათ არ შევასრულებთ, სტატუსი არ იქნება. ეს ნორმალური მიდგომაა", - აღნიშნა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics