|
2026-01-30 15:48:52, 796 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე მოსკოვის მექანიზმზე: ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები რეჟიმისთვის
გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მკაფიო გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის ცალკეული შემთხვევები და მას სისტემური ხასიათი აქვს. ზურა ჯაფარიძე განმარტავს, თუ რა მნიშვნელობისაა ამ მექანიზმის ამოქმედება და აღნიშნავს, რომ ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები ქართული ოცნების რეჟიმისთვის. "ეს არის მათ შორის გზავნილი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალთახედვით, საქართველოში აღარ არსებობს შიდა სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დამოუკიდებელი და სანდო გამოძიება. ეუთოს ეს მექანიზმი არის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ქვეყნებში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ფართომასშტაბიანი და მძიმე დარღვევების შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან არ ჩანს პასუხისმგებლობის აღების ან გამოძიების ჩატარების ნება ან სურვილი. ეს მექანიზმი გულისხმობს დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერტების ჩართვას ხელისუფლების თანხმობის გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც ეუთოს ექსპერტები გამოძიებას დაიწყებენ, ქართულ ოცნებას არავინ არაფერს შეეკითხება, ისინი გამოძიებას მაინც ჩაატარებენ მიუხედავად იმისა, რა პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით რეჟიმის წარმომადგენლებს. ეუთოს ექსპერტები ფაქტებს და მოვლენებს შეაფასებენ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით"- თქვა ჯაფარიძემ. მისივე თქმით, მოსკოვის მექანიზმის ანგარიში იქნება დამოუკიდებელი, ობიექტური, საჯარო და ხელისუფლებისა და პროპაგანდის კონტროლის მიღმა. ჯაფარიძის ინფორმაციისთვე, ამ ანგარიშში აისახება მშვიდობანი პროტესტის წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენება, ასევე ასახული იქნება ინფორმაცია თვითნებური დაკავების, არასათანადო მოპყრობის, ინსტიტუტების პოლიტიზაციის, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების რაოდენობის უპრეცედენტო ზრდის შესახებ. ქიმიური ნივთიერების გამოყენების და დემოკრატიული უკუსვლის სისტემური ნიშნების შესახებ. "ეუთოს ამ მექანიზმის ანგარიში არ რჩება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტად. ამ დოკუმენტს საბოლოოდ იყენებს ეუთო, ევროსაბჭო და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები, მათ შორის ეს ხდება საფუძველი შეზღუდვების, სანქციების და პოლიტიკური გადაწყვეტილებების. როგორც წესი, ეს დოკუმენტი ხდება ხოლმე პოლიტიკის ცვლილების საფუძველი იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელთან დაკავშირებითაც შედგება. ამ შემთხვევაში, ეს იქნება საქართველო. სწორედ ამიტომ, ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები ქართული ოცნების რეჟიმისთვის"- თქვა ჯაფარიძემ. *** ეუთოს წევრმა 24-მა სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ აამოქმედეს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების საკითხზე საექსპერტო მისიის დაწყების მიზნით. ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ "სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ" ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად. ინიციატორი ქვეყნები არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი. ამ კონტექსტში, ისინი ახსენებენ 2024 წლის 23 დეკემბრის ეუთოს 38 წევრი სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარია, რომ ამოქმედდა "ვენის მექანიზმი" და დასძენენ, რომ მას შემდეგ მხოლოდ გაიზარდა" მათი შეშფოთება. კერძოდ, სახელმწიფოები მიუთითებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო ვალდებულებებისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გარღმავებული შეშფოთების ფონზე, აამოქმედებენ მექანიზმს - "რათა შეიქმნას ფაქტების დადგენის მისია, რომელიც შეაფასებს საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, განსაკუთრებული ყურადღება კი გამახვილდება 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებზე".
საფრანგეთში არეულობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა
WSJ: ილონ მასკმა უკრაინელი სამხედროებისთვის Starlink-ის შენელების ბრძანება გასცა
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)