|
2026-01-28 15:03:11, 689 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ირწმუნება, რომ არაფერი იცის აშშ-ში ოცნების ინტერესების ლობირებაზე
ჩვენ არაფრის ლობირებას არ ვაპირებთ და არ ვსაჭიროებთ, – ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. კითხვაზე, „რამე არაფორმალური გარიგება არსებობს „ქართულ ოცნებასთან“, თუ რატომ ლობირებს სტივ ნიკანდროსი ასე თავგამოდებით?“, – პაპუაშვილმა უპასუხა: „არანაირი. არ ვიცი, საერთოდ სტატიაში რაზეც არის საუბარი, რამდენად სწორია, თუ არ არის სწორი. ჩვენ ამ საკითხთან არანაირი კავშირი არ გვაქვს და ქართველი ხალხი არანაირ დაცვას და წარმოდგენას არ საჭიროებს. ქართველი ხალხის მთავარი დამცველი არის ის საქმე, რაც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში გაგვიკეთებია. ამის დანახვაა საჭირო, მეტი არაფერი, იმისთვის, რომ გააზრებული იყოს, რა როლი აქვს თავის დროზე საქართველოს შეტანილი ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში. ასე რომ, ქართველ ხალხს არაფერი დასაცავი არ აქვს შიდა პოლიტიკური საკითხები არ ვიცი, მათი გადასაწყვეტია, ჩვენ ზოგადად ვფიქრობთ, რომ თავისთავად არ არის სწორი სისტემა, როდესაც რაღაც ლობისტური ძალისხმევებით – აშშ-შიც ეს არაერთხელ გამხდარა სკანდალის საფუძველი – სხვადასხვა ლობისტური ინტერესით, არა გულწრფელი პოლიტიკური მოტივაციით და პოლიტიკური იდეების საფუძველზე, არამედ რაღაც სარგებლის სანაცვლოდ ხდება ესა თუ ის მოქმედება, მაგრამ ამაზე ვერაფერს ვიტყვი. მთავარია, თუნდაც ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებითაც, რომ უნდა შეწყდეს ანტიქართული რიტორიკა, რათა მოხდეს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)