|
2026-01-27 10:47:08, 779 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის გაეროში წარმომადგენელმა, შეაქო ოცნების რეჟიმი სასამართლო სისტემის, პოლიციისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესებისთვის.
გაეროს ადამიანის უფლებების შესახებ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის 51-ე სესიაზე საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას, რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში, რუსლან სტროგანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი აღნიშნავს საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, პოლიციის რეფორმირებისა და კორუფციასთან ბრძოლის ღონისძიებებს. „ჩვენ აღვნიშნავთ თბილისის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერებას, მათ შორის, წინა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ციკლის რეკომენდაციების განხორციელებისკენ მიმართული ახალი კანონების მიღებით. ჩვენ ვაფასებთ ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვის სისტემის შემდგომ გაუმჯობესებას. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ გააგრძელოს მისი განხორციელება“, - აღნიშნა სტროგანოვმა. რუსი წარმომადგენლის თქმით, მოსკოვი აღნიშნავს „საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დაუცველი ჯგუფების უფლებების დასაცავად“. რუსმა დიპლომატმა თავის რეკომენდაციებს შორის აღნიშნა პენიტენციურ სისტემაში სიტუაციის გასაუმჯობესებლად დამატებითი ძალისხმევის საჭიროება, კერძოდ:
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)