|
2026-01-20 15:34:07, 518 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი სინდისის პატიმრების ოჯახებს "საკუთარი პატიმრით სპეკულაციაში" ადანაშაულებს
ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი სინდისის პატიმრების მშობლებს "საკუთარი პატიმრით სპეკულაციაში" ადანაშაულებს. ასე უპასუხა მან პარლამენტში ჟურნალისტების დასმულ კითხვას, რომელიც ქართული ოცნების პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემას ეხებოდა. 19 იანვარს მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა სია არ ქვეყნდება, შესაბამისად, უცნობია, ვინ შეიწყალა ქართული ოცნების პრეზიდენტმა. მიუხედავად ამისა, სინდისის პატიმრების მშობლებმა ღამე საპატიმროებთან გაათენეს. ირაკლი ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ რეჟიმის პატიმრების მშობლების მიზანი "არა შეწყალების მიღწევა, არამედ სპეკულაციის და სპეკულანტური, დაძაბული გარემოს შექმნა იყო". "როდესაც რეალურად ვინმეს უნდა, რომ ვინმე შეიწყალოს, ქმედებები სხვანაირია. არც ელოდებიან და არც სურვილი ჰქონდათ. პატიმრის გულშემატკივრებს და მშობლებს როცა ადამიანის შეწყალება სურს, იქ სხვანაირი რიტორიკა და ქმედებები მიდის. ჩვენ პირიქით, სხვა რიტორიკას და ქმედებებს ვხედავდით მთელი ამ დროის განმავლობაში და მიზანი არა შეწყალების მიღწევა, არამედ სწორედ ამ სპეკულაციის და სპეკულანტური, დაძაბული გარემოს შექმნა იყო… ეს მიზანი ჰქონდათ, რომ საკუთარი პატიმრით სპეკულაცია გაეწიათ, რომ კიდევ ერთხელ სასპეკულაციო მასალა შეექმნათ საზოგადოებაში, თითქოს და, ხელისუფლების იმიჯის დასაზიანებლად", - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)