|
2025-11-28 12:57:32, 3030 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ეთჰოუმი” მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
საქართველოს ბანკი, დეველოპერული სექტორის გაძლიერებას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „ეთჰოუმი“ მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტს, ვაჟა-ფშაველას მიმდებარედ, ოთარ ჭილაძის N9-ში ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 17.2 მლნ. დოლარს შეადგენს, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 12.2 მლნ. დოლარია. აღნიშნული პროექტი 3,668 კვ.მ -ზე 19 სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც საერთო ჯამში 114 ბინას, სასტუმროს ნომრებს, კომერციულ ფართებსა და საპარკინგე სივრცეს გააერთიანებს. სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დასრულდება. „საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდამჭერია და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის პარტნიორები ვყოფილვართ. ამჯერად, კომპანია „ეთჰოუმი“ მულტიფუნქციური საცხოვრებელი სახლის სამშენებლო პროექტს ახორციელებს, რომელიც როგორც ბინებს, ასევე სასტუმროს ნომრებს გააერთიანებს. აღნიშნული პროექტი ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და გამწვანებულ ქუჩაზე მდებარეობს და ის არქიტექტურით, მრავალფუნქციურობითა და ენერგოეფექტურობით გამოირჩევა. სამომავლოდ, კომპანია არაერთი დეველოპერული პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის. გვინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ აღნიშნული სექტორის გაძლიერებას,“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)