|
2025-10-07 00:18:53, 707 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენ 4 ოქტომბრამდე შევახსენეთ ყველას, რომ გვაქვს უფრო მეტი რესურსი, ამოვიცნოთ მოძალადეები, შესაბამისად, ბევრი მომიტინგე და მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს
ჩვენ 4 ოქტომბრამდე შევახსენეთ ყველას, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი რესურსი, ამოვიცნოთ მოძალადეები, დამნაშავეები, შესაბამისად, ბევრი მომიტინგე და მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში" განაცხადა. მისი თქმით, დღესაც ტარდება შესაბამისი სპეცოპერაცია, რამდენიმე დამნაშავე დღეს იქნება დაკავებული და ეს პროცესი გაგრძელდება. „ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მეხუთე მცდელობა, რაც იყო გარედან მხარდაჭერილი. მათ შორის ვიხილეთ საჯარო განცხადებები, რომელიც კეთდებოდა წინასწარ გაცხადებული დამხობის აქციის მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო იდგა მოწოდების სიმაღლეზე და აღიკვეთა ეს მეხუთე მცდელობაც. ჩვენ ვერ დაველოდებით მეექვსე, მეშვიდე და მერვე მცდელობებს, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ვერავინ ვეღარ გაბედოს ვერანაირი მეექვსე მცდელობა. ამისათვის გაკეთდება ყველაფერი, იქნება შესაბამისი ზომები მიღებული. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვინც იყო ჩართული ძალადობაში, ვინც მიიტანა შტურმი პრეზიდენტის რეზიდენციაზე, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს. ასევე ჩვენ 4 ოქტომბრამდე შევახსენეთ ყველას, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი რესურსი, ამოვიცნოთ მოძალადეები, დამნაშავეები, შესაბამისად, ბევრი მომიტინგე და მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს. დღესაც ტარდება შესაბამისი სპეცოპერაცია, რამდენიმე დამნაშავე უკვე დღეს იქნება დაკავებული და ეს პროცესი გაგრძელდება. ძალიან ბევრი პირი ამოცნობილია, ვინც ძალადობდა პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მათ შორის, ზოგი ბინებში იმალება, ზოგი რეგიონებში გაიქცა. გაცხადებული ორგანიზატორი ვინც იყო, ყველა დაკავებულია, ახლა საუბარია იმათზე, ვინც უშუალოდ შტურმი მიიტანა პრეზიდენტის რეზიდენციაზე. ესენი არიან ახალგაზრდულ-ექსტრემისტული გაწვრთნილი დაჯგუფების წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდათ კონკრეტული დავალება, მიეტანათ შტურმი სახელმწიფოზე, თუმცა ეს შტურმი გამოდგა წარუმატებელი", - განაცხადა ე.წ პრემიერმა.
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)