|
2025-10-04 19:57:16, 1319 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ემიჯნება პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას და კვლავ მშვიდობიან პროტესტს ემხრობა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ემიჯნება პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას, რომლის ინიციატორებიც იყვნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მურთაზ ზოდელავა და ცვლილებების კომიტეტის წევრები. მათი განცხადების შემდეგ, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ანტისამთავრობო აქციის მონაწილეთა ნაწილი ათონელის ქუჩისკენ წავიდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოს მესერი გაანადგურა, ეზოში შეიჭრა და შენობის დაკავება სცადა - სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ჯერ წიწაკის სპრეი, შემდეგ კი წყლის ჭავლი გამოიყენა. "პრეზიდენტის სასახლის აღების ეს მცდელობა მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული, ქართველი ხალხის 310-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის დიკრედიტაციისთვის. როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მე ოფიციალურად ვემიჯნები ამას და მშვიდობიანად ვაგრძელებ ჩემი ხალხის გვერდით დგომას მანამ, სანამ ახალ არჩევნებში არ გავიმარჯვებთ", - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. „აქ ვინც დგას, არავის სჯერა პროვოკაციების და ახლა რაც ხდება იქითკენ, არის სუფთა პროვოკაცია. ეს არის პროვოკაცია, რომელიც არ ვიცი, ვისი სცენარით არის დაგეგმილი, მაგრამ ეს არის მცდელობა, რომ ის, რაც დღეს ეწინააღმდეგება რეჟიმს, ანუ მშვიდობიანი პროტესტი ან დაშალონ, ან გააქციონ აქედან. მთავარია, რომ აქ გაგრძელდეს დგომა, მშვიდობიანი დგომა, რომელსაც ვერაფერს უშვრებიან და მეც ვიქნები ხვალ და უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი ხვალაც, რომ ეს პროვოკაცია დასრულდეს და დასრულდეს მშვიდობიანი პროტესტით“, - თქვა მან. ადმინისტრაციის შენობასთან მისულმა დემონსტრანტებმა რკინის ჯებირები გაარღვიეს. სწორედ ამ დროს გამოვიდნენ საპოლიციო ძალები ადმინისტრაციის შენობიდან. პირველად პოლიციამ მაშინ გამოიყენა წიწაკის სპრეი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)