22:25 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 11:04:04, 314 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი ბელარუსის შს მინისტრ იგორ შუნევიჩს შეხვდა

მინსკში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ შუნევიჩს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის, ორგანიზებულ და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლისა და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს შს მინისტრმა ბელარუს კოლეგას სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, „დანაშაულს საერთოდ და კერძოდ, ორგანიზებულ დანაშაულს, საზღვრები არ გააჩნია. ამდენად, სახელმწიფოების სამართლდამცავი ორგანოების მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის“.

ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი ბელარუსში თავს დაცულად გრძნობდეს და განვითარდეს. იგორ შუნევიჩმა ასევე ხაზი გაუსვა ქართული პოლიციის მაღალ სტანდარტს და ყურადღება გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მხარეები ორი ქვეყნის პოლიციის აკადემიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ორ სამინისტროს შორის „შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლების არასრულწლოვანი ბავშვების გაჯანსაღების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics