07:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-14 14:49:12, 717 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში დავით მარკოზაშვილის ბიზნეს სესია გაიმართება

საქართველოს ბანკი  მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ბანკი, აზროვნების აკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ბიზნეს სესიების მხარდამჭერია. სესიები დამწყებ მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ბიზნესის რეგისტრაციამდე საჭირო ინფორმაცია მიიღონ. შეხვედრებს სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები უძღვებიან.

ბიზნეს სესიების პირველი ლექცია 14 მაისს გაიმართება. შეხვედრა მოიცავს  ბიზნეს იდეის გენერირებას, რეგისტრაციას და იურიდიული ფორმებს. შეხვედრას ანტერპრენერი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, დავით მარკოზაშვილი გაუძღვება.

ლექცია განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც საკუთარი ბიზნესის დაწყების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა სურს. შეხვედრის მონაწილეებს წარმოდგენა შეექმნებათ  იმ ეტაპებზე, რომლებიც იდეის ბიზნესად გარდაქმნას  უძღვის წინ  — მათ შორის, იდეის გენერირებას, მის შეფასებას, სტრუქტურირებასა თუ პრაქტიკაში განხორციელებას.

შეხვედრაზე განხილული იქნება, როგორ ამოვიცნოთ კონკურენტუნარიანი იდეა, რა ფაქტორები განაპირობებს მის სიცოცხლისუნარიანობას ბაზარზე, როგორ შევაფასოთ მისი პოტენციალი. ამასთანავე, ყურადღება დაეთმობა ბიზნესის იურიდიული ფორმის შერჩევის კრიტერიუმებს, ფინანსური და ოპერაციული გეგმების ჩამოყალიბების საწყის ეტაპებს.

ღონისძიება 14 მაისს 20:00 საათზე, აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში გაიმართება.

ლექციების სრულ ციკლზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. მასზე ხელმისაწვდომია 60-მდე კურსი სხვადასხვა თემატიკაზე. ხოლო ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics