18:06 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-20 16:55:12, 263 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებშია, მათ შორის მათი ამომრჩევლის

ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით,  ოპოზიციური პარტიების აკრძალვა "პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებშია", მათ შორის, "ასაკრძალი პარტიების" ამომრჩევლის.

კითხვაზე, "წამყვანი პოლიტიკური პარტიების აკრძალვით რას ეუბნებით ქართველ ხალხს, რომლებმაც მათ მისცეს ხმა და ცესკოს მონაცემებითაც აქვთ მხარდაჭერა", ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ქართველ ხალხს სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი.

"ჰიტლერი რომ ცოცხალი დარჩენილიყო და არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, რაც გერმანელებმა, მადლობა ღმერთს არ დაუშვეს, ჩვენ მოგვიწია ამის დაშვება, ქართველი ლიბერალ-ფაშისტების დატოვება მოგვიწია ქართულ პოლიტიკაში... ჰიტლერი რომ დარჩენილიყო თავის დროზე პოლიტიკაში, რომ გადარჩენილიყო, მიეღო მონაწილეობა გერმანიაში არჩევნებში, ის ორნიშნა შედეგსაც მიიღებდა სავარაუდოდ, ასეთი იყო მაშინ გერმანიაში მოცემულობა.

ამიტომ, ეს არ არის განმსაზღვრელი, განმსაზღვრელი არის ის თუ რა პოლიტიკას აწარმოებენ პოლიტიკური პარტიები, არიან თუ არა ისინი თავისი არსით არაკონსტიტუციურები და ჩვენ ჩვენი სარჩელით სწორედ ამას ვამტკიცებთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არიან თავისი არსით არაკონსტიტუციურები, შესაბამისად, ისინი სამწუხაროდ იწვევენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის ინფიცირებას არაკონსტიტუციური სულისკვეთებით.

ეს უნდა შეიცვალოს, ამ ჩაკეტილ წრეს თავი უნდა დააღწიოს ქართველმა, ზუსტად ქართველი ხალხის გამოწვევაა ეს, ქართველ ხალხს სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი და არ სჭირდება ასეთი არაკონსტიტუციური, მუდმივად საბოტაჟზე მომართული პოლიტიკური პარტიები. ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესებში" - თქვა კობახიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics