2026-10-20 16:45:26, 281 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ევროკომისიის სპიკერზე - პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაა
ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ევროკომისიის სპიკერის განცხადებას გამოეხმაურა.
"ეს პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაა. სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სამართლის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა სცეს. როცა სასამართლო პროცესი მიმდინარეა და კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი ცდილობს, ზეწოლა, ზემოქმედება განახორციელოს, შემაშფოთებელია. ეს ყველაფერი ევროპულ ღირებულებებს პირდაპირ უპირისპირდება, რაც ძალიან სამწუხაროა". - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან