07:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-13 15:21:59, 642 ნახვა

ეკონომიკა
განახლებული საკრედიტო შესაძლებლობები საქართველოს ბანკის მობილბანკში

საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესის გამარტივება  და მათთვის საჭირო პროდუქტების შეთავაზებაა. საუკეთესო საბანკო გადაწყვეტების შეთავაზების მიზნით, ამჯერად მომხმარებლებს მობილბანკში განახლებული საკრედიტო შესაძლებლობები დახვდებათ.

გადახდის განვადება

ალბათ გქონიათ გამოცდილება, როდესაც გარკვეული ნივთის ან პროდუქტის შეძენის შემდეგ თანხა დაგჭირდათ. გადახდის განვადების მეშვეობით კი შეგიძლიათ ნებისმიერ ობიექტში (მათ შორის: მაღაზიებში, მარკეტებში, საკვებ ობიექტებში და სხვა.) დახარჯული თანხა უკან დაიბრუნოთ სესხის სახით და განავადოთ 12 თვეზე.

თანხის დაბრუნება შესაძლებელია გადახდის განხორციელებიდან 14 დღის განმავლობაში. იმისათვის, რომ გადახდის განვადებით ისარგებლოთ, საჭიროა თქვენი საკრედიტო შესაძლებლობები იცოდეთ. (ნახეთ ხელმისაწვდომი თანხა აქ.)

ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროდუქტით სარგებლობისთვის აუცილებელია თანხა საქართველოს ბანკის სადებეტო ბარათით გადაიხადოთ,  თანხის ოდენობა კი 200-დან 5000 ლარამდე უნდა შეადგენდეს.

გადახდის განვადების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

სესხის თარიღის ცვლილება მობილბანკიდან

როგორც წესი, მომხმარებელი სესხის აღებისას ირჩევს კონკრეტულ თარიღს თუ როდის სურს რომ გადაიხადოს. ამ დრომდე თარიღის შეცვლა მხოლოდ ფილიალში შეიძლებოდა.  ამიერიდან, ამ ოპერაციის შესრულება სწრაფად და მარტივად, საქართველოს ბანკის მობილბანკიდან არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ სასურველი თარიღის ცვლილებას მომხმარებლები წელიწადში ორჯერ შეძლებენ.

სესხის თარიღის ცვლილების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

AmEx საკრედიტო ბარათის შეკვეთა

ამიერიდან, ლარში საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები, ვადის გასვლის, ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მის აღდგენას პირდაპირ მობილბანკიდან შეძლებენ.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics