|
2025-04-25 14:10:15, 771 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ღარიბაშვილმა საკუთარი თავი და ოჯახი გადაარჩინა სანქციებისგან
ნამდვილად ბედის ირონიაა, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაწერა, ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი გაშვების მიზნით და თავისავე პარტიის თავმჯდომარე წავიდა პარტიიდან და პოლიტიკიდან, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით ღარიბაშვილმა საკუთარი თავი და ოჯახის წევრები სასანქციო პოლიტიკას გადაარჩინა. „ღარიბაშვილმა თავი გადაირჩინა, ეს თავის გადარჩენის და იმ მილიონების გადარჩენის მცდელობაა, რომელიც წლების მანძილზე „ქართული ოცნების“ სახელით ქართველ ხალხს მოპარა. ასევე, სურვილი, რომ მას და მის ოჯახის წევრებს შეეძლოთ დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში შესვლა, მოგზაურობა, სწავლა-განათლება, ცხოვრება, ეს არის რეალურად მისი პოლიტიკიდან და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობიდან წასვლის მიზეზი“, - განაცხადა ბოკუჩავამ. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ღარიბაშვილის ივანიშვილის ფსევდო ოპოზიციაში ხილვა, ბოკუჩავა პასუხობს, რომ ეს გამორიცხული არაა. „გულწრფელი ვიყოთ, ამ ადამიანს თავმოყვარეობა რომ არ აქვს, ეს არაერთხელ დაამტკიცა, როცა ივანიშვილმა გაუშვა, დააბრუნა, ასე რომ სხვა ამპლუაშიც რომ მოგვევლინოს და სხვა მანტია მოისხას, ამასაც არ გამოვრიცხავთ. თუმცა, ფაქტია, რომ რუსული ოცნების თავმჯდომარეობის პოსტის დატოვება ჩემი აზრით, იმას უკავშირდება, რომ მას საკუთარი თავის და ოჯახის წევრების გადარჩენა სურდა იმ სასანქციო პოლიტიკისგან, რომელიც არამხოლოდ შენარჩუნდება, არამედ გაფართოვდება. ვიცით, რომ მისი უფროსი შვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც ძალიან პრესტიჟულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფაქტია, რომ ბავშვს არ უნდა და არც ენდომებოდა ლომონოსოვის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. ეს ნამდვილად იყო ღარიბაშვილის მხრიდან მცდელობა, გადაერჩინა თავი, გადაერჩინა მოპარული მილიონები და დაეტოვებინა შანსი მისი შვილებისთვის, რომ მამის საქმიანობის გამო არ აეკრძალოთ შეერთებულ შტატებში არამხოლოდ სწავლა, შესვლის უფლებაც“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)