|
2025-04-24 13:35:40, 928 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში გვაქვს სრული დემოკრატიული უკუსვლა
ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში გვაქვს სრული დემოკრატიული უკუსვლა. საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე, რომლებიც უკანონოდ არიან საპატიმროში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციურ პარტიებსა და ეუთო-ს გენერალურ მდივანს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, შეხვედრით კმაყოფილია. „ჯერ სომხეთში იყო, შემდეგ ეუთო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ჩამოვიდა. მოგეხსენებათ, ეუთო არის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროპული წარმონაქმნი, იქ რუსეთი ყველანაირად ხელს უშლის მას, რომ ეუთო-ს მისია განლაგებული იყოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. სამწუხაროდ, დღემდე მხოლოდ ევროკავშირის მისია ასრულებს მონიტორინგის მისიას ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე. ამაზე გვქონდა საუბარი. ეუთო პირველ რიგში არის უსაფრთხოების შესახებ კონცენტრირებული ორგანიზაცია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ საქართველოში დღეს გვაქვს სრული დემოკრატიული უკუსვლა. საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე, რომლებიც უკანონოდ არიან საპატიმროში. საუბარი იყო, რომ ეუთო/ოდირის არცერთი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც იქნა გაგზავნილი დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ, არ იქნა გათვალისწინებული, პირიქით, მიღებული იყო კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის დასკვნებს. ეს არის თემა, რაც მათ ძალიან აინტერესებთ. იქნება დამოუკიდებელი შეფასება ამის, თუ როგორ გათელა ფეხქვეშ დე ფაქტო ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის დასკვნა იმ უზარმაზარ დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 26 ოქტომბერს. კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. ეს იყო რეგიონში რეგულარული ვიზიტი, საქართველო ეუთო-ს წევრია, ეუთო-ს წარმომადგენლობა რეგულარულად ჩამოდის საქართველოში, სომხეთში“, აღნიშნა ჯაფარიძემ.
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო, ტრამპმა ნორვეგიას „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)