16:47 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 19:58:39, 969 ნახვა

მსოფლიო
დევიდ ლემი - პუტინი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის გაჭიანურებას

გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა რუსეთი კონფლიქტის გახანგრძლივების მიზნით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მცდელობების გაჭიანურებაში დაადანაშაულეს.

„ჩვენი შეფასებაა, რომ პუტინი აგრძელებს გაბუნდოვანებას, აგრძელებს ფეხის თრევას“, - განუცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ ბრიუსელში ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი უნდა დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტას, ის აგრძელებს უკრაინის დაბომბვას.

„ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს არის ენერგომომარაგება. გხედავთ, ვლადიმერ პუტინ! ვიცით, რასაც აკეთებ!“ - აღნიშნა ლემიმ.

დევიდ ლემიმ ეს განცხადება მისი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს სახელით გააკეთა, რომელიც ჟურნალისტებთან საუბრისას მის გვერდით იდგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics