17:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 18:51:56, 783 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტუსკი მის პარტიაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში უცხოურ კვალზე მიუთითებს

პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკმა თქვა, რომ მისი პარტიის, "სამოქალაქო პლატფორმის", IT სისტემები კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა. 

პოლონეთის მთავრობის თქმით, მაისში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ უცხოური ჩარევისა და დივერსიის თავიდან ასაცილებლად ის მაღალი მზადყოფნის რეჟიმში იმყოფება. ხელისუფლების მტკიცებით, უკრაინის მხარდაჭერაში მისი აქტიური როლი პოლონეთს მოსკოვის უსაფრთხოების სამსახურების მთავარ სამიზნედ აქცევს. რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს.  

"კიბერთავდასხმა [სამოქალაქო] პლატფორმის IT სისტემაზე, არჩევნებში უცხოური ჩარევა იწყება. სამსახურები მიუთითებენ აღმოსავლურ კვალზე" -  დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ზე.  

ტუსკის ოფისის ხელმძღვანელმა იან გრაბიეცმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-თან საუბრისას განაცხადა, რომ შეტევის ანალიზით გამოვლენილია "კონკრეტული მონაცემები, რომლებიც აღმოსავლეთიდან მომუშავე სამსახურების მეთოდზე მიუთითებს".  

იანვარში ციფრული ტექნოლოგიების მინისტრმა კშიშტოფ გავკოვსკიმ თქვა, რომ პოლონეთმა გამოავლინა რუსული ჯგუფი, რომელსაც დეზინფორმაციის გავრცელებითა და დესტაბილიზაციის გაღვივებით პოლონეთის არჩევნებზე გავლენის მოხდენა ევალება.  

გარდა ამისა, ვარშავამ მარტში განაცხადა, რომ პოლონეთის კოსმოსურ სააგენტოზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. 2024 წელს პოლონეთმა ასევე განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო რუსული კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics