17:16 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 11:42:32, 611 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფებით დაზარალებული სექტორების წარმომადგენლებს შეხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დღეს იმ ინდუსტრიების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფებით დაზარალდებიან.

Le Figaro-ს ინფორმაციით, შეხვედრა ელისეის სასახლეში ადგილობრივი დროით 16:00 საათზე გაიმართება.

მანამდე, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტიორთა ფრანგულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ტარიფების გამოცხადების შემდეგ ფრანგული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები შეერთებულ შტატებში, სავარაუდოდ, მინიმუმ 20%-ით შემცირდება.

Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატები ფრანგული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების უდიდესი ბაზარია, 2024 წელს აშშ-ში მიწოდება 5%-ით გაიზარდა და 3.8 მილიარდ ევროს მიაღწია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics