18:41 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 11:07:21, 364 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის ბიზნესის მინისტრი დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებზე - იმედგაცრუებული ვარ

გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის მინისტრის, ჯონათან რეინოლდსის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერგამოცხადებული ტარიფები საფრთხეს უქმნის გაერთიანებულ სამეფოს, რადგან ის ზიანს მიაყენებს გლობალურ ვაჭრობას.

რადიო Times-თან საუბრისას რეინოლდსმა განმარტა, რომ ყველაფერი, რაც არღვევს გლობალურ სავაჭრო სისტემას, წარმოადგენს საფრთხეს გაერთიანებული სამეფოსთვის.

„ნებისმიერი ბარიერი ვაჭრობისთვის, განსაკუთრებით გაერთიანებულ სამეფოსა და ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორს შორის, რომელიც შეერთებული შტატებია, ჩემთვის იმედგაცრუებაა. ეს არის გამოწვევა. ვაღიარებ, რომ გაერთიანებული სამეფო უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა იმისგან, რაც გუშინ ღამით გამოცხადდა, მაგრამ მე მაინც იმედგაცრუებული ვიყავი“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ, საბაზისო 10%-იან ტარიფი გამოაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს - 20%-იანი, ვიეტნამს - 46%-იანი, ტაივანს - 32%-იანი, იაპონიას - 24%-იანი, ინდოეთს - 26%-იანი, სამხრეთ კორეას - 25%-იანი, ტაილანდს - 36%-იანი, შვეიცარიას - 31%-იანი, ინდონეზიას - 32%-იანი, მალაიზიას - 24%-იანი, გაერთიანებულ სამეფოს - 10%-იანი, ისრაელს - 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას - 30%-იანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics