|
2025-04-03 09:26:31, 792 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიო ლიდერებმა დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებს უპასუხეს
კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებს მისი ქვეყანა საპასუხო ზომებით შეეწინააღმდეგება. ”მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ მიზანმიმართულად და ძალით და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ,” - აღნიშნა კანადის პრემიერმა. შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, მის ქვეყანას სავაჭრო ომი არ სურს. „ჩვენ არ გვინდა მზარდი სავაჭრო ბარიერები. ჩვენ არ გვინდა სავაჭრო ომი. ჩვენ გვინდა შეერთებულ შტატებთან ვაჭრობისა და თანამშრომლობის გზაზე დავბრუნდეთ, რათა ჩვენს ქვეყნებში ხალხმა შეძლოს უკეთესი ცხოვრებით ტკბობა“, - აღნიშნა კრისტერსონმა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ტარიფებს "არასწორი" უწოდა და განაცხადა, რომ ამან შეიძლება სავაჭრო ომი გამოიწვიოს. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან შეთანხმებისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ სავაჭრო ომი, რომელიც აუცილებლად შეასუსტებს დასავლეთს სხვა გლობალური აქტორების სასარგებლოდ“, - აღნიშნულია მელონის განცხადებაში. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზი განცხადებით, ტარიფები მოულოდნელი არ არის, მაგრამ ისინი სრულიად გაუმართლებელია. „ადმინისტრაციის ტარიფებს არანაირი ლოგიკა არ აქვს და ეწინააღმდეგება ჩვენი ორი ერის პარტნიორობის საფუძველს. ეს არ არის მეგობრის ქმედება," - აღნიშნა ავსტრალიის პრემიერმა. შვეიცარიის პრეზიდენტმა, კარინ კელერ-სატერმა განაცხადა, რომ აშშ-ის სატარიფო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მისი მთავრობა სწრაფად განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს. "ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები უმთავრესია. ძირითად ღირებულებებად საერთაშორისო სამართლის ერთგულება და თავისუფალი ვაჭრობა რჩება", - აღნიშნა შვეიცარიის პრეზიდენტმა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ჰან დაკ-სოს განცხადებით, მთავრობამ უნდა გამოიყენოს მთელი თავისი შესაძლებლობები სავაჭრო კრიზისის დასაძლევად. „მაშინ, როცა გლობალური სავაჭრო ომი რეალობად იქცა, მთავრობამ უნდა გამოიყენოს მთელი თავისი შესაძლებლობები სავაჭრო კრიზისის დასაძლევად“, - აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრის ლაურა სარაბიას თქმით, ქვეყანა განიხილავს ზომებს იმ მიზნით, რომ ეროვნული ინდუსტრია და ქვეყნის ექსპორტიორები დაიცვას. ბრაზილიის მთავრობამ განაცხადა, რომ აფასებენ ყველა შესაძლო ქმედებას ვაჭრობაში ნაცვალგების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მიმართავს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ლეგიტიმური ეროვნული ინტერესების დასაცავად. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ, საბაზისო 10%-იან ტარიფი გამოაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს - 20%-იანი, ვიეტნამს - 46%-იანი, ტაივანს - 32%-იანი, იაპონიას - 24%-იანი, ინდოეთს - 26%-იანი, სამხრეთ კორეას - 25%-იანი, ტაილანდს - 36%-იანი, შვეიცარიას - 31%-იანი, ინდონეზიას - 32%-იანი, მალაიზიას - 24%-იანი, დიდ ბრიტანეთს - 10%-იანი, ისრაელს - 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას - 30%-იანი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)