18:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 09:21:08, 446 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთიდან იმპორტზე 10%-იანი, ხოლო ევროკავშირიდან 20%-იანი ტარიფი გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტარიფები გამოაცხადა. თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც "განთავისუფლების დღე" უწოდა, აღნიშნა, რომ იწყებს "ოქროს ხანას" ამერიკისთვის, რომ დროა აშშ "აყვავდეს".

ტრამპმა დიდი ბრიტანეთიდან იმპორტზე 10%-იანი ტარიფი და ევროკავშირზე 20%-იანი ტარიფი გამოაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მინიმუმ 10%-იანი საბაზისო ტარიფი მსოფლიოს ყველა ქვეყანას დაუწესდება.

ასევე, ტრამპის თქმით, შუაღამიდან 25%-იან ტარიფს აამოქმედებს უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე.

მისი თქმით, როდესაც საქმე ვაჭრობას ეხება, ხანდახან „მეგობარი მტერზე უარესია“.

ის ამბობს, რომ სამხრეთ კორეაში წარმოებული მანქანების 80%-ზე მეტი იყიდება სამხრეთ კორეაში, ხოლო იაპონიაში გაყიდული მანქანების 90%-ზე მეტი დამზადებულია იაპონიაში და რომ აშშ-ს წარმოების მანქანები მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს ამ ქვეყნებში.

„ამიტომ, შუაღამისას, ჩვენ დავაწესებთ 25%-იან ტარიფს უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე“, - აღნიშნა ტრამპმა.

დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ს ახალი პოლიტიკა წარმოადგენს გლობალურ სავაჭრო და ეკონომიკურ პოლიტიკაში დრამატულ ცვლილებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics