|
2025-04-02 17:56:04, 787 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთმა კომპანიებისთვის აშშ-ში ინვესტიციების ჩადება შეზღუდა
გამოცემა Bloomberg-ის საკითხზე ინფორმირებული წყაროების ინფორმაციით, ჩინეთმა ზომები მიიღო, რათა ადგილობრივ კომპანიებს აშშ-ში ინვესტიციების ჩადება შეუზღუდოს, რამაც შესაძლოა, პეკინს უფრო მეტი ბერკეტი მისცეს ტრამპის ადმინისტრაციასთან პოტენციურ მოლაპარაკებებში. წყაროების თქმით, ჩინეთის ეკონომიკური დაგეგმარების სააგენტოს რამდენიმე განყოფილებას ბოლო კვირების განმავლობაში დაავალეს, რომ შეაჩერონ რეგისტრაცია და ნებართვები იმ ფირმებისთვის, რომლებსაც აშშ-ში ინვესტიციების ჩადება სურთ. Bloomberg წერს, რომ აქამდე ჩინეთს ზოგიერთ შემთხვევაში უცხოეთში ინვესტიციების ჩადებაზე შეზღუდვები ეროვნული უსაფრთხოების საბაბით ჰქონდა დაწესებული, თუმცა, ჩინეთის მიერ მიღებული ახალი ზომები ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გამწვავებულ დაძაბულობას ასახავს. გამოცემის მიხედვით, ჯერჯერობით არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ აღნიშნული ზომები ჩინური კომპანიების მიერ უკვე აღებულ ვალდებულებებზე გავლენას მოახდენს. ამასთანავე, უცნობია, თუ რამ უბიძგა ჩინეთს ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიას განცხადებების მიღების პროცესის შეჩერებისკენ ან რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პაუზა. ცნობისთვის, 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, აშშ-ს სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ ე.წ. "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადოს, რაც, დიდი ალბათობით, ჩინეთსაც შეეხება. თებერვალში აშშ-ს პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული წერილი შესაბამის სამთავრობო კომიტეტს ავალებდა, რომ ტექნოლოგიის, ენერგეტიკისა და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ამერიკულ სექტორებში ჩინეთის მიერ გაწეული ხარჯის რაოდენობა შეეზღუდა. ამას გარდა, Bloomberg News თებერვლის თვეში წერდა, რომ ჩინეთი შიდა კომპანიების მხრიდან ქვეყნიდან გამავალ ინვესტიციებზე კონტროლი გაზარდა მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან კაპიტალის გადინების რეკორდულმა წელმა ჩინურ იუანზე წნეხი გაზარდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)